სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ირჩევენ ლონდონის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს და აგროვებენ ცნობებს თითოეულ მათგანზე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ლონდონის ღირსშესანიშნავი ადგილები, მოიძიონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ფოტოები თითოეულ მათგანზე.ისინი გაეცნობიან ლონდონის ადგილმდებარეობას, ლონდონის თაუერს,უესთმინსთერის სასახლეს, პარლამენტის შენობას, ბიგ–ბენს, ბუკინგემის სასახლეს, ტრაფალგარის მოედანს, წმ.პავლეს ტაძარს, უესთმისთერის სააბატოს, ჰაიდ პარკს და რიჯენთ პარკს.
 4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები იძენენ ცოდნას მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ქალაქის ლონდონის შესახებ.
5. მოსწავლეთა ასაკი: 12–13 წელი.
6. პროექტის ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, შეისწავლიან ლონდონის ღირსშესანიშნავ ადგილებს, მათ კულტურას, არქიტექტურას და რაც მთავარია ბავშვები შეიძენენ კვლევის უნარს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, რვეულები.
9. პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს გავყოფ ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი ამოირჩევს ლონდონის ღირსშესანიშნავ ადგილებს. ისინი მოიძიებენ ინფორმაციას არჩეული ადგილების შესახებ და ყველა ჯგუფი მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადებს პრეზენტაციას Power Point-ში.
10. საგნებთან კავშირი:გეოგრაფია, ისტორია.
11. პროექტის ფასილიტატორი: მაგდა ვასაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: vasadze.magda08@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: magda-meria.blogspot.com